მთავარი »
2014 » იანვარი » 21 » "უოლ-სტრიტის მგელი" ცენზურას ვერ ასცდა
1:53 PM "უოლ-სტრიტის მგელი" ცენზურას ვერ ასცდა |
მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი
'უოლ-სტრიტის მგელი' მსოფლიო კინოგაქირავებაშია, თუმცა ბევრ ქვეყანაში მისი სრული ვერსიის
ჩვენებას ცენზურა კრძალავს.
როგორც რესურსი 'The
Hollywood Reporter' იუწყება, ნეპალში და მალაიზიაში ფილმის ჩვენება აიკრძალა. ადგილობრივი
კინოგამქირავებლები აღნიშნულის მიზეზად ფილმში გამოყენებულ უცენზურო ლექსიკას, შიშველ
და სექსუალური ხასითის სცენებს ასახელებენ.
სინგაპურში სკორსეზეს
ნამუშევარი მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრში გადის და ისიც ამოჭრილი სცენებით. ინდოეთსა
და ლიბანში ფილმიდან სამი სცენაა ამოღებული.
აღნიშნულის საპასუხოდ,
ფილმის პროდიუსერულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ფილმის შემქმნელთათვის მთავარია სურათი
მთელ მსოფლიოში ნახოს მაყურებელმა, ამიტომაც ისინი ამგვარ ცენზურას არ ეწინააღმდეგებიან.
|
კატეგორია: NEWS |
ნანახია: 610 |
დაამატა: Admin
| რეიტინგი: 0.0/0 |