მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » სერიალ 'შერლოკის' ამერიკული აუდიტორია 25 პროცენტით გაიზარდა!
4:28 PM
სერიალ 'შერლოკის' ამერიკული აუდიტორია 25 პროცენტით გაიზარდა!



ბრიტანული სერიალის "შერლოკის" მესამე სეზონის პრემიერამ, რომლის დემონსტრაციაც ამერიკული ტელეხაზის PBS- ტელეარხ Masterpiece Mystery-ზე მოხდა, 2014 წლის 19 იანვარს, 4 მილიონი მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება. მეორე სეზონის პრემიერასთან შედარებით, რომელიც 2012 წლის მაისში გაუშვეს, მესამე სეზონის მაყურებელთა აუდიტორია 25 პროცენტით გაიზარდა. ასეთი მომეტებული ყურადღება "შერლოკის" მიმართ გამოწვეულია ასევე მთავარი როლების შემსრულებლების, ბენედიქტ კამბერბეტიჩისა და მარტინ ფრიმანის ,მზარდი პოპულარობით ამერიკელ მაყურებელთა შორის, ბრიტანელი მსახიობების ფრენჩაიზიებში "ვარსკვლავური გზა" და "ჰობიტი" მონაწილეობის წყალობით.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში "შერლოკის" მესამე სეზონის პრემიერამ, რომელიც ტელეარხ BBC One-ზე ოთხშაბათს, 2014 წლის 1 იანვარს შედგა, 9,2 მილიონი ტელემაყურებლის ურადღება მიიპყრო, რითაც სერიალი ბრიტანულ ტელესივრცეში 1 იანვრის ყველაზე პოპულარული შოუ გახდა.



კატეგორია: NEWS | ნანახია: 562 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: