მთავარი » 2014 » იანვარი » 22 » ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონი (John Joseph Nicholson)
1:13 PM
ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონი (John Joseph Nicholson)


ბიოგრაფია:

ნიკოლსონი დაიბადა სანაპირო სამედეცინო ცენტრში ჯერსი(ნეპტუნი, ნოი–ჯერსი), მოცეკვავე ჯუნ ფრენსის ნიკოლსონის ოჯახში(სცენიური სახელი ჯუნ ნიკოლსონი). შვილის დაბადებამდე 6 თვით ადრე 1936 წელს, ჯუნი ცოლად გაყვა იტალიელ–ამერიკელ მოცეკვავეს დონალდ ფურჩილოს(სცენიური სახელი დონალდ ფურჩილო), ელკქტონში, მერილენდში, რომელიც ცნობილია თავისი 'აჩქარებული ქორწილებით'. ფურჩილოს, თუმცა უკვე ჰყავდა ცოლი, და იმის მიუხედავად, რომ მან შესთავაზე ბავშვის მოვლა, ჯუნის დედამ ეტელმა დაარწმუნა ისინი და ბავშვი წაიყვანა, ამით კი ჯუნს საცეკვაო კარიერის გაგრძელების საშუალება მისცა.
ითვლება, რომ ჯეკის მამა დონალდ ფურჩილო იყო, მაგრამ მწერალ–ბიოგრაფი პატრიკ მილიგანი ამტიკცებს, რომელმაც დაწერა წიგნი 'ჯეკის ცხოვრება' (რომელიც 1995 წელს იყო გამოქვეყნებული), ამტიკცებს, რომ მისი მამა შეიძლება ედი კინგიც იყოს, ჯუნის მენეჯერი. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ ჯუნ ნიკოლსონმა თვითნ არ იცოდა ზუსტად ვინ არის ბავშვის მამა. ნიკოლსონმა არჩია არ გაევლო დნკ–კას ტესტი ან ეს საქმე გაეხმაურებინა.
ჯეკი აღიზარდა თავისი ბაბუილ ჯონ ჯ. ნიკოლსონის (რომელიც მაღაზიების დახმელბს ამზადება) და ბებიის ეთელ მეი როდასის სახლში(პარიკმახერის, კოსმეტოლოგის და მოყვარული–მხატვარის) სახლში და თვლიდა, რომ ისინი არიან მისი მშობლები. იმის შესახებ, რომ მისი 'მშობლები' სინამდვილეში ბებია და ბაბუა იყვნენ, 'და' კი სინამდვილეში დედა მან მხოლოდ 1974 წელს გაიგო, 'თაიმის' ჟურნალისტისგან, რომელიც მასზე სტატიას წერდა. ამ დროსთვის დედაც და ბებიაც უკვე გარდაცვლილები იყვნენ(ბებია 1967 წელს, დედა კი 1970). ნიკოლსონმა თქვა, რომ არ იცის ვინ არის მამამისი და რომ ამის შესახებ მხოლოდ 'ეტელმა და ჯუნმა იცოდნენ და ეს არასოდეს არავისთვის უთქვამთ'.
ნიკი, როგორც მას სკოლის მეგობრები ეძახდნენ, ჩამოდიოდა ახოს მდებარე ნეპტუნის სკოლაში, სადაც ამორჩეული იყო 'კლასის კლოუნად' 1954 წლის გამოშვების. თეატრალურ და დრამატურგიულ პრემიებს სკოლაში სახელწოდებები მის საპატივისცემლოდ მისცეს.
როდესაც ნიკოლსონი პირველად მოხვდა ჰოლივუდში, მულტიპლიკაციის ლეგენდებთანთან 'ჰანა–ბარბარასთან' მუშაობდა ხელქვეითად. იქ მისი ნიჭი შეამჩნიეს და შესთავაზეს პატარა მხატვარი–მულტიპლიკატორის თანამდებობა. მაგრამ ნიკოლსონმა უარი თქვა, რადგან მსახიობობა სურდა.
ნიკოლსონმა თავისი კარიერა დაიწყო მსახიობის, სცენარისტის და პროდიუსერის სახით და სხვებთან ერთად როჯერ კორმანზე მუშაობდა. ნიკს დებიუტი ჰქონდა ფილმში ' The Cry Baby Killer'(1958), სადაც ახალგაზრდა დამნაშავეს როლი ითამაშა, რომელიც პანიკაში ჩავარდა იმის შემდეგ, რაც ორი მოზარდი მოკლა, ასევე პატარა როლი ითამაშა ფილმში ' The Little Shop of Horrors' და როლები როჯერ კორმანის კიდევ ორ ფილმში – 'ყვავი'(1969) და 'შიში'(ასევე 1963), რომელიც მისთვის პირველი ფილმი გახდა, სადაც ის ერთი დღის განმავლობაში რეჟისორის როლს ასრულებდა. 'შიშში' მასთან ერთად თამაშობდა მისი მომავალი ცოლი სანდრა ნაითი. 
რადგან მსახიობის სამუშაოს მოძებნა 1960 წლებში რთული იყო, ნიკოლსონმა უფრო მეტი დაიწყო სცენარებზე მუშაობა. შედეგად გაჩნდა ფილმები 'Thunder Island'(1963),'Flight to Fury'(1964), 'Ride in the Whirlwind'(1965) და სარეკლამო ფილმი ჯგუფზე The Monkees 1968 წელს. ამ ფილმებს დიდი პოპულარობა არ მოუპოვებია, სამაგიეროდ ნიკოლსონს სტაბილური სამსახური ფქონდა. 
რამდენადაც სამსახიობო კარიერაში მას წინ არანაირი პერსპექტივები არ უჩანდა, ნიკოლსონმა თითქმის თავი ბოლომდე მიუძღვნა სამუშაოს კამერის მიღმა – სცენარისტად და რეჟისორად. მისი პირველი წარმატება მოვიდა 1967 წლის ფილმის 'The Trip' სცენართან ერთად. ფილმშ მონაწილეობა მიიღეს პიტერ ფონდმა და დენის ხოპერმა. მაგრამ ფონდის და ხოპერის ფილმში 'Easy Rider' თამაშის შესაძლებლობასთან ერთად, ნიკოლსონთან პირველი დიდი წარმატებაც მოვიდა სამსახიობო სარბიელზე. მან ლოთი–ადვოკატის ჯორჯ ხენსონის როლი შეასრულა და ამისათვის მიიღო თავისი პირველი 'ოსკარის' ნომინაცია. ეს ნიკოლსონისთვის ბედნიერი შემთხვევა იყო, რადგან თავიდან ეს როლი რიპ ტრონს უნდა შეესრულებინა, სცენარისტის ტერი საუზერნის მეგობარს, თუმცა ტორნმა დატოვა პროექტი რეჟისორთან დენის ხოპერთან სერიოზული ჩხუბის შემდეგ.
ნომინაცია საუკეთესო მამაკაცის როლისთვის შემდეგ წელს მოყვა, როლისთვის ფილმში 'Five Easy Pieces'(1970), რომელშიც ცნობილი დიალოგი მოხდა ქათმის სალათაზე. ამავე წელს მან მუსიკალური სპექტაკლის 'On a Clear Day You Can See Forever' კინოვერსიაში ითამაშა.
ნიკოლსონმა თავისი პირველი 'ოსკარი' საუკეთესო მამაკაცის როლისთვის მიიღო რენდალ პატრიკ მაკმიორფის ფილმში 'One Flew Over the Cuckoo's Nest' შესრულებული როლისთვის 1975 წელს. თავისი მეორე 'ოსკარი' მან მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ჯეიმს ბრუქსის ფილმში 'Terms of Endearment'(1983). 1980–ან წლებში ნიკოლსონი აგრძელებდა მუშაობას.რამოდენიმე როლისთვის "ოსკარზე" იყო ნომინირებული. 
1989 წლის "ბეტმენში", სადაც მან ჯოკერის როლი შეასრულა, რომელიც საერთაშორისო ხიტად იქცა და ნიკოლსონს 60 მილიონი დოლარი მოუტანა. იგეგმებოდა, რომ მსახიობი კვლავ ითამაშებს ჯოკერის როლს ფრანშიზას მეხუთე ნაწილში სახელწოდებით "ბეტმენ ტრიუმფატორი" 1999 წელს, მაგრამ პროექტი Warner Brothers შეაჩერა.მომდევნო "ოსკარი" ნიკოლსონმა მიიღო 1997 წლის ფილმისთვის "As Good as It Gets". და დღეისთვის ბოლო ოსკარი მან მიიღო 2002 წლის ფილმისთვის "About Schmidt".
მსახიობს ხუთი შვილი ყავს ოთხი სხვადასხვა ქალისგან, თმცა ცოლი მხოლოდ ერთხელ ყავდა მოყვანილი.



კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 562 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: