მთავარი » 2014 » იანვარი » 23 » ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს კიდევ ერთი შვილი ეყოლებათ
1:22 PM
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს კიდევ ერთი შვილი ეყოლებათ



სამაგალითო წყვილს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს, რომელსაც 6 შვილი უკვე ჰყავს, კიდევ ერთი ბავშვის აყვანა სურს. მთელი ზამთრის არდადეგების დროს მათ ოჯახში მხოლოდ ამ თემაზე საუბრობდნენ. მსახიობებმა თავიანთი გეგმის შესახებ შვილებს უამბეს და მათი აზრითაც დაინტერესდნენ. „ისინი ამ საკითხს ბავშვებთან განიხილავდნენ", — ამბობენ წყვილის გარემოცვაში. ანჯელინა და ბრედი ეთიოპიიდან გოგონას აყვანას აპირებენ. მათი 9 წლის ქალიშვილი ზაჰარაც სწორედ ამ ქვეყანაში დაიბადა. უნდა აღინიშნოს, რომ ეთიოპიაში პიტი და ჯოლი კლინიკას აშენებენ, რომელიც შიდსით დაავადებულთა სამკურნალო ცენტრი იქნება. აპრილში ვარსკვლავები იქ გამგზავრებას გეგმავენ, რათა მშენებლობის პროცესს თვალი მიადევნონ და შვილად აყვანაზე საბოლოოდ დაფიქრდნენ.



კატეგორია: ბომონდი | ნანახია: 587 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: