მთავარი » 2014 » იანვარი » 24 » უილიამ დეფო პაზოლინის განასახიერებს
7:55 PM
უილიამ დეფო პაზოლინის განასახიერებს

მხატვრულ ფილმში 'პაზოლინი' მთავარ როლს უილიამ დეფო შეასრულებს. გადაღებები შემდეგი კვირიდან დაიწყება, ქალაქ რომში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რესურსი 'The Hollywood Reporter'
ფილმის რეჟისორი აბელ ფერარა იქნება. ამ უკანასკნელს რამდენჯერმე მოუწია უილიამ დეფოსთან თანამშრომლობა. საუბარია ფილმებზე 'სასტუმრო 'New Rose', 'სტრიპტიზ-კლუბის ზღაპრები', '4:44. უკანასკნელი დღე დედამიწაზე'
პიერ პაოლო პაზოლინი- გენიალური იტალიელი რეჟისორი, ავტორი ფილმებისა 'დეკამერონი', 'მედეა', 'სალო ანუ სოდომის 120 დღე'.
მხატვრული სურათი მიეძღვნება ლეგენდარული იტალიელი რეჟისორის ცხოვრების ბოლო პერიოდსა და მის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობას.



კატეგორია: NEWS | ნანახია: 863 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: