მთავარი » 2014 » იანვარი » 24 » ცნობილია "Assassin's Creed"-ის რეჟისორი
7:57 PM
ცნობილია "Assassin's Creed"-ის რეჟისორი

კომპიუტერული თამაშის 'Assassin's Creed' ეკრანიზაციის რეჟისორი დენიელ ესპინოზა იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საიტი Twitchfilm. 
ფილმში მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი შეასრულებს. იგი ასევე შეითავსებს სურათის პროდიუსერობასაც. სცენარს სკოტ ფრენკი წერს.
კომპიუტერული თამაში 'Assassin's Creed' ფრანგული კომპანიის, 'Ubisoft'-ის ნაწარმია. იგი განეკუთვნება action/adventure ჟანრს და მისი პირველი ნაწილი 2007 წელს გამოვიდა. თამაში მოგვითხრობს ასასინებისა და ტამპლიერების მრავალსაუკუნოვან დაპირისპირებაზე. ბოლო ნაწილი, 'Assassin's Creed 4: Black Flag' შესაშური პოპულარობით სარგებლობს კომპიუტერული თამაშების მოყვარულთა შორის. მთლიანი სერიის გაყიდული კოპიების რაოდენობამ 57 მილიონს გადააჭარბა. თამაშის შესახებ ფილმის გადაღების გადაწყვეტილება 2012 წელს იქნა მიღებული.



კატეგორია: NEWS | ნანახია: 918 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: