მთავარი » 2014 » იანვარი » 24 » "ადამიანმა-ჭიანჭველამ" სუპერმენის სიქველის საპრემიერო თარიღი დაიკავა‏
1:19 PM
"ადამიანმა-ჭიანჭველამ" სუპერმენის სიქველის საპრემიერო თარიღი დაიკავა‏

Marvel-ის სტუდიამ შეცვალა თავისი კინოგაქირავების გრაფიკი ფილმსათვის "ადამიანი-ჭიანჭველა". ფილმი მაყურებელს წარმოუდგება არა 2015 წლის 31 ივლისს, არამედ 17 ივლისს. აღსანიშნავია, რომ ადრე ამ დღეს "ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ" პრემიერა იყო დანიშნული, თუმცა სტუდიამ მისი პრემიერა 2016 წლისთვის გადადო. ამის მიზეზად ფილმის შექმნის სირთულე დასახელდა. "ადამინი-ჭიანჭველას" რეჟისორია ედგარ რაითი. მთავარ როლებში კი პოლ რადი და მაიკლ დაგლასი მოგვევლინებიან.



კატეგორია: NEWS | ნანახია: 828 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: