მთავარი » 2014 » იანვარი » 25 » 2013 წლის ყველაზე კარგად ჩაცმული ქალბატონები
12:15 PM
2013 წლის ყველაზე კარგად ჩაცმული ქალბატონები

1- მირანდა ქერი- ამ ძალიან ორიგინალური სამოსით ცნობილი სუპერმოდელი თამამად იწონებდა თავს ერთ-ერთი კომპანიის პრეზენტაციაზე. გემოვნებით შეხამებული ყველა აქსესუარი მის სექსუალურობას უფრო მეტად უსვამს ხაზს.

2- ოლივია პალერმო- მისი ეს შესანისნავი სტილი 2013 წელს მთელი მოდის სამყაროს სალაპარაკო თემა გახდა. ფაქტია, რომ ყველა დეტალი საუკეთესოდაა ერთმანეთთან შეხამებული.

3- გვინეტ პელტროუ- ძალიან ორიგინალური კაბით, რომელიც შესანიშნავად კვეთს ელეგანტურ სილუეტს. თითქოს სადა, მაგრამ ძალიან უცხო და ორიგინალური სამოსით მსახიობი გემოვნებიან ქალბატონთა რიგებშიც მოხვდა.

4- ანჯელინა ჯოლი- 2013 წელს ის წითელ ხალიჩაზე ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი ის სწორედ ამ თეთრ კაბაში გამოწყობილი იყო. არავითარი გადატვირთული ქსოვილები და აქსესუარები, ანჯელინა ყოველთვის ახერხებს შესანიშნავად გამოიყურებოდეს.

5- ჯულიენ მური- შეიძლება არც კი დაიჯეროთ, რომ ის 53 წლისაა. ეს ალბათ იმიტომ, რომ მან ყოველთვის იცის რა ჩაიცვას და რა უხდება. მან წელს შავ-თეთრის შესანიშნავი კომბინაცია გამოიყენა და შეუდარებლად გაუსვა ხაზი საკუთარ ფიგურას.

6- კაროლინა კურკოვა- ეს ის ერთ-ერთი მოდელია, რომელიც ამ სიაში სრულიად დამსახურებულად მოხვდა. ყოველთვის ძალიან სექსუალური, გლამურული, შთამბეჭდავი. მან ამჯერადაც მოდის ტენდენციების პიკი გააცნო საზოგადოებას.

7- ქეით მოსი- სადა და ელეგანტური სადა კაბით, რამდენიმე ულამაზესი სამკაულითა და მცირეოდენი კოსმეტიკით ის 2013 წლის ერთ-ერთი გემოვნებიანი ქალბატონია.

8- ტეილორ სვიფტი- ეს ულამაზესი კაბა ცნობილი ბრენდის Ralph Lauren-ის კოლექციიდანაა და ის სვიფტმა შესანიშნავად მოირგო. თვალის მაკიაჟმა და ძალიანე ეფქტურმა საყურემ საბოლოოდ შესანიშნავი შედეგი მოიტანა.

9- სოფია ვერგარა- ეს ნამდვილი ფურორი იყო. ამ სექსუალური ქალბატონის უალამაზესმა კაბამ მთელი ჰოლივუდი ჩააგდო შოკში. მის ვნებიან გარეგნობას წითელმა ფერმა უფრო მეტად გაუსვა ხაზი. კაბა ასევე ცნობილი ბრენდის- Vera Wang-ს ნაწარმია.



კატეგორია: ბომონდი | ნანახია: 1051 | დაამატა: Admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: